დანადგარის განბაჟების კალკულატორი
დაითვალეთ, რა დაჯდება დანადგარის ჩამოტანა: დღგ 18%, განბაჟების საფასური და სრული ხარჯი ლარში, ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით.
ჩაწერეთ დანადგარის ფასი და ტრანსპორტის ღირებულება. კალკულატორი გამოთვლის, რამდენს გადაიხდით საზღვარზე და რა დაგიჯდებათ დანადგარი საქართველოში. ვალუტის კურსი ეროვნული ბანკიდან ავტომატურად იტვირთება.
სრული ხარჯი, საქართველოში
—
- საბაჟო ღირებულება
- —
- იმპორტის გადასახადი
- —
- დღგ 18%
- —
- განბაჟების საფასური
- —
- საბაჟო წარმომადგენელი
- —
- ადგილობრივი ხარჯები
- —
- საზღვარზე გადასახდელი
- —
- რეალური ხარჯი დღგ-ის ჩათვლის შემდეგ
- —
როგორ ითვლება
- საბაჟო ღირებულება არის დანადგარის ფასი, დამატებული ტრანსპორტი და დაზღვევა საქართველოში დანიშნულების ადგილამდე, ლარში.
- იმპორტის გადასახადი დანადგარებზე (სასაქონლო ნომენკლატურის 84–85 ჯგუფები) 0%-ია. 5% ან 12% მხოლოდ საგადასახადო კოდექსით ჩამოთვლილ საქონელზე მოქმედებს.
- დღგ 18% ერიცხება საბაჟო ღირებულებას და იმპორტის გადასახადს ერთად.
- განბაჟების საფასური დეკლარაციაზე: 3 000 ლარამდე ღირებულებისას 100 ლარი, 3 000–15 000 ლარზე 400 ლარი, 15 000 ლარზე მეტზე 500 ლარი. ტვირთის მოსვლამდე წარდგენილ დეკლარაციაზე: 100, 300 და 400 ლარი.
- ამას ემატება საბაჟო წარმომადგენლის მომსახურება და ადგილობრივი ხარჯები, თუ მათ ჩაწერთ.
რა უნდა იცოდეთ
- დღგ ლარში ითვლება დეკლარაციის დღის ოფიციალური კურსით, ამიტომ საბოლოო თანხა კალკულატორის შედეგს ოდნავ შეიძლება გასცდეს.
- დღგ-ის გადამხდელი კომპანია საზღვარზე გადახდილ დღგ-ს შემდეგ ჩაითვლის. ზოგიერთ საწარმოო აღჭურვილობაზე დღგ-ის გადახდა 45 დღით შეიძლება გადავადდეს.
- სამუშაო საათების მიღმა გაფორმება ორმაგად ჯდება.
- ხის დამუშავების დანადგარების ნაწილზე (8465 92, 8465 96, 8465 99) და ხელის ელექტროინსტრუმენტზე (8467) შემოტანამდე rs.ge-ზე წინასწარი შეტყობინებაა საჭირო.
ტრანსპორტი, დოკუმენტები, ვადები და რისკები დეტალურად: დანადგარების ჩამოტანა ჩინეთიდან და თურქეთიდან.
ხშირი კითხვები
რამდენია განბაჟება დანადგარზე?
დანადგარზე იმპორტის გადასახადი 0%-ია, ამიტომ საზღვარზე ძირითადად დღგ-ს (18%) და განბაჟების საფასურს (100–500 ლარი) იხდით. მაგალითად, 20 000 ევროს დანადგარზე 1 500 ევროს ტრანსპორტით დღგ დაახლოებით 3 870 ევრო გამოდის.
გამოდგება თუ არა კალკულატორი მანქანის განბაჟებისთვის?
არა. ავტომობილზე აქციზი და სხვა წესები მოქმედებს. ეს კალკულატორი სამრეწველო დანადგარებისა და აღჭურვილობისთვისაა.
რომელი კურსით ითვლება?
კალკულატორი საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელ ოფიციალურ კურსს იყენებს. კურსის ველი შეგიძლიათ თავად შეცვალოთ, მაგალითად, იმ დღის მოსალოდნელი კურსით, როცა ტვირთი მოვა.

































